- ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ გულისხმობს (როგორც ეს ხშირად ესმით ჩვენში) მის უსასყიდლოდ მოპოვებას. ხელმისაწვდომობაში პირველ რიგში იგულისხმება ინფორმაცია არსებული ინფორმაციის შესახებ (მონაცემები მონაცემების შესახებ). თუ ამ უკანასკნელს ტექნიკურ კონტექსტში განვმარტავთ, საუბარია მეტამონაცემებზე, რომლებიც აღწერს მონაცემების წყაროებს, სიზუსტეს, ფორმატებს, ღირებულებებს და ე.წ. ადგილმდებარეობას.ხელმისაწვდომობის შემზღუდველ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური ასპექტებიც, მათ შორის ქსელებთან, მონაცემთა სერვერებთან და პორტალებთან დაკავშირებული პრობლემები.Source: ინფორმაციული ველები და მესამე სექტორის საინფორმაციო სტრატეგია: სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ. : CIPDD, 2003
Georgian encyclopedia. 2013.